ფეხბურთი

12:48 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მფლობელმა კლუბის პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა

ამერიკელმა ბიზნესმენმა და „ჩელსის“ მფლობელმა ტოდ ბოულიმ ლონდონური კლუბის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

„მთავარია მოთმინება. როცა რაღაცას ქმნი, ელოდები, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყველა კარგ წამოწყებას დრო სჭირდება. მოთმინება ყოველთვის ჩვენი პრინციპი იყო.

როდესაც ამერიკაში „დოჯერსი“ ვიყიდეთ 2013 წელს, 25-ე ადგილიდან დავიწყეთ სვლა, მაგრამ გვჯეროდა, რომ ეს სწორად მივდიოდით. მსგავსი რამ განვიცადეთ „ჩელსისთან“ ერთადაც. თქვენ უნდა გქონდეთ მტკიცე რწმენა, ყურადღება არ მიაქციოთ გარშემო არსებულ ხმაურს და დარჩეთ გეგმის ერთგული. „ბოქსინგ დეის“ შემდეგ ჩვენ მეოთხე გუნდი ვართ პრემიერლიგაში. როცა უყურებ, რა ხდება ახლა, ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“, - ციტირებს ბოულის სიტყვებს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.

„ჩელსის“ ამ დროისთვის 60 ქულა აქვს. 37 ტურის შემდეგ პოჩეტინოს გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112325