ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2024/2025 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა.
„მანჩესტერ სიტის ცისფერი ფორმა გამდიდრებულია 0161 ძაფით, რაც კლუბის ფესვებს მიანიშნებს.
მანჩესტერის რეგიონის კოდი 0161 უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სატელეფონო კოდი.
ის წერია ნათურების ბოძებზე, მაისურებზე და ტატუებზეც კი. ეს არის იმის განცდა, თუ რას ნიშნავს იყო მანკუნიანელი - იამაყო, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ მსოფლიოში.
ვიწვევთ მთელ მსოფლიოს, ჩაიცვას პერანგი, განიცადოს და იგრძნოს იგი. აღმოსავლეთ მანჩესტერიდან სტამბოლამდე, ჩრდილოეთ კვარტლიდან ნორვეგიამდე“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.