ფეხბურთი

23:57 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედო" მამადუ სახოს იმატებს

ქუთაისის „ტორპედო“ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველს, მამადუ სახოს დაიმატებს.

როგორც ცნობილი გახდა, 34 წლის ფრანგთან კონტრაქტი შეთანხმებულია და წესით, უახლოეს მომავალში ის სტივ კინის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მამადუ სახო ბოლოს „მონპელიეში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „კრისტალ პალასის“ ღირსებას იცავდა. მისი კარიერის საუკეთესო წლები „პარი სენ-ჟერმენს“ და „ლივერპულს“ უკავშირდება, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 2010-2018 წლებში 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109667