ფეხბურთი

23:18 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "დინამო ბათუმი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური ქუთაისის „ტორპედოს“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ერთადერთმა, მაგრამ ძალიან ლამაზმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 28-ე წუთზე ტორპედოელმა ელიტონ ჟუნიორმა გაიტანა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ გოლი აღარ გასულა. აღსანიშნავია, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი 62-ე წუთზე მამუკა კობახიძის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა.

„ტორპედო“ 23 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმი“ 27 ქულით მესამე ადგილზეა და წინ „იბერიასთან“ მატჩი ელოდება.

0.063716