ფეხბურთი

16:20 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაფაელ ვარანი "მანჩესტერს" დატოვებს

რაფაელ ვარანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს. ეს ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და სხვა კლუბში გადასვლას უფასოდ შეძლებს.

ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2021 წელს მადრიდის „რეალიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 93 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ფრანგმა ინგლისურ კლუბში გასულ წელს ლიგის თასის მოგება მოახერხა.

რაფაელ ვარანმა კარიერა „ლანსში“ დაიწყო, საუკეთესო პერიოდი კი, 2011-2021 წლებში მადრიდის „რეალში“ აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114117