ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა დაადასტურა „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლა.
„მბაპე გაისად მადრიდში იქნება, შემდეგ სეზონში, დიახ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. „რეალს“ ასევე ჰყავს ვინისიუსი და ბელინგემი. ასე რომ, მადრიდს დიდი გუნდი ეყოლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა ჩემპიონატში გამარჯვების გარანტიას“, - ციტირებს ხავიერ ტებასის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Ole.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე საფრანგეთის ფეხბურთელთა და მწვრთნელთა კავშირის გამოკითხვით ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ მადრიდის „რეალთან" 2029 წლამდე მოქმედი კონტრაქტი უკვე გააფორმა.