ფეხბურთი

21:41 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" მზადაა ბრაზილიელ ტალანტში 70 მილიონი გადაიხადოს

ლონდონის „ჩელსის“ „პალმეირასისა“ და ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ესტევაო ვილიანის, იგივე მესინიოს შეძენა სურს.

ფეხბურთელის კუმირი ლიონელ მესია და როგორც ამბობენ, მას სათამაშო სტილითაც ჰგავს, ამიტომ, მეტსახელი აქვს - მესინიო. „ჩელსის“ სხვა გრანდებზე დასწრება სურს და მზადაა დაახლოებით 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

17 წლის ფეხბურთელის ლონდონში გადასვლა 2025 წლის ზაფხულში იქნება შესაძლებელი, როცა ის სრულწლოვანი გახდება, მაგრამ ინგლისელები თანახმა არიან, ის მანამდე იყიდონ და იჯარით ბრაზილიურ კლუბში დატოვონ.

მესინიომ „პალმეირასის“ მაისურით 2023 წლიდან დღემდე 15 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილიელი შემტევით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან.

0.101334