გერმანიის ბუნდესლიგაში „ზანკტ პაული“ დაბრუნდა, რომელმაც II ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში შინ „ოსნაბრუკი“ 3:1 დაამარცხა.
შედეგად, ჰამბურგელებმა 66 ქულა დააგროვეს და გალიდერდნენ, რითაც ელიტის საგზური გაინაღდეს. ბუნდესლიგაში ასევე აღზევებულია „ჰოლშტაინ კილი“, რომელიც 65 ქულით მეორეა.
მესამე ადგილზე 60 ქულით „დიუსელდორფია“, რომელიც ბუნდესლიგის საგზურისთვის პლეი-ოფში ბუნდესლიგის ბოლოდან მესამეადგილოსანს გაეჯიბრება. მესამე ბუნდესლიგაში გავარდნენ „ოსნაბრუკი“ და როსტოკის „ჰანზა“, ხოლო „ვეენი“ გადასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს, სამაგიეროდ, ადგილი შეინარჩუნეს ისეთმა ისტორიულმა კლუბებმა, როგორებიც „შალკე“ და „კაიზერსლაუტერნი“ არიან, რომელთაც გავარდნა კარგა ხნის განმავლობაში ემუქრებოდათ.