„ნაპოლის“ ბოლო დროს დროს ბერგამოს „ატალანტას“ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის უკავშირებენ.
Sky Sport-ის ცნობით, გამოცდილ სპეციალისტს აურელიო დე ლაურენტისისგან შეთავაზება მაგიდაზე უდევს და სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ცნობა თვითონ გასპერინიმ არ უარყო.
„რომასთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც „ნაპოლის“ ინტერესზე ჰკითხეს, მან ასე უპასუხა:
„დიახ, მართალია, რომ 2011 წელს „ნაპოლის“ პრეზიდენტმა დამირეკა, მაგრამ შემდეგ „ინტერში“ წავედი. დე ლაურენტისი ჩემდამი პატივისცემას ყოველთვის გამოხატავდა. სურვილიც რომ მქონდეს, ახლა დრო არ მაქვს ჩემს მომავალზე ფიქრისთვის. მხოლოდ სეზონის ფინალურ ეტაპზე ვფიქრობ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ახლა ყველა მატჩი გადამწყვეტია და ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია“, - თქვა გასპერინიმ.
ჯან პიერო გასპერინი „ატალანტაში“ 2016 წლიდან მუშაობს და პატარა ლომბარდიულ კლუბში წარმოუდგენელი შედეგები აქვს. მაგალითად, მიმდინარე სეზონში „ატალანტა“ ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან, გარდა ამისა, 15 მაისს, იტალიის თასის ფინალში ტიტულისთვის „იუვენტუსს“ შეხვდება, ხოლო 22 მაისს, ევროპა ლიგის ფინალი ელოდება „ლევერკუზენთან“, ასე რომ, ორი ტიტულის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია.