ფეხბურთი

0:29 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა: "გაგვიმართლა, რომ მამარდაშვილი ჩვენთანაა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გაუმართლათ, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაშია“.

„მეშინია თუ არა, გიორგის დაკარგვის? გიორგის საკითხი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის არის მეკარე, რომელიც მატჩებში გვიცავს. მისი დონე ძალიან მაღალია, არა მხოლოდ დღეს, არამედ, მთელი სეზონის განმავლობაში და გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა.

მისი სეივები? პირველი შთამბეჭდავი იყო, ძალიან სწრაფი მოქმედება იყო და იშვიათია ასეთი მოგერიება, მისი რეაქცია ფანტასტიკური იყო. საუკეთესო მეკარეები გაჭირვების დროს გუნდებს ყოველთვის ეხმარებიან და გიორგი მთელი სეზონია გვეხმარება, დიდი წვლილი აქვს ჩვენი მიზნების მიღწევაში“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ გამართავს.

0.122988