ფეხბურთი

23:12 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "თელავი" ვერ დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური „დინამო ბათუმისა“ და „თელავის“ დაპირისპირებით დასრულდა.

გარკვეული პაუზის შემდეგ „დინამო ბათუმი“ „აჭარაბეთ არენაზე“ დაბრუნდა, თუმცა თავისი გულშემატკივრის წინაშე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

თელაველები მე-6 წუთზე მაკსიმ მაიროვიჩის გოლებით დაწინაურდნენ, რასაც 64-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა უპასუხა. დარჩენილ დროში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ვერ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა და ფრეს დასჯერდა.

„დინამო ბათუმი“ 27 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება, ხოლო „თელავი“ 12 ქულით მერვეა და წინ ფოთის „კოლხეთთან“ მატჩი ელოდება.

„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მაიროვიჩი (6), 1:1 ღუდუშაური (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115567