ფეხბურთი

13:16 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, დე ლაურენტისს კვარას გაყიდვა არ სურს"

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გეგმებში ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ შედის.

„დე ლაურენტისს სურს, რომ კვარა ამ ზაფხულს დარჩეს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ზაფხულში მის გაყიდვას არ აპირებს. მიუხედავად პრემიერლიგის კლუბებისა და პსჟ-ს ინტერესისა, „ნაპოლის“ სურს კვარა შეინარჩუნოს, რადგან მოსალოდნელია, რომ ოსიმენი პსჟ-ში წავა. „ნაპოლი“ კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რაც შეიძლება მალე ეცდება.

„ნაპოლის“ გეგმაა ახალ კონტრაქტზე წინსვლა მომდევნო კვირებში, რათა თავიდან აიცილოს საზღვარგარეთიდან ნებისმიერი წინადადება. ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდ პუნქტზეც მოლაპარაკება შესაძლებელია, როგორც ეს „ნაპოლიმ“ ოსიმენთან მიმართებაში გააკეთა“, - წერს რომანო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ბოლო დროს, ხშირად იწერება „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესზე, თუმცა, იტალიელებს ქართველის დაკარგვა ჯერჯერობით არ სურთ.

0.118445