ფეხბურთი

17:48 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსს" სავარაუდოდ იტალიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად შეიძლება ფრანჩესკო ფარიოლი დაინიშნოს.

35 წლის იტალიელსა და ნიდერლანდურ კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და თუ საბოლოოდ, შეთანხმდებიან, ფარიოლი გახდება „აიაქსის“ ისტორიაში პირველი იტალიელი მწვრთნელი.

ფრანჩესკო ფარიოლი 2023 წლიდან ფრანგულ „ნიცაში“ საკმაოდ წარმატებით მუშაობს, ხოლო მანამდე თურქულ კლუბებს, „კარაგუმრუკსა“ და „ალანიასპორს“ ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11332