22:51 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტამ „არსენალის" „მანჩესტერ იუნაიტედთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის 37-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

თამაში 12 მაისს გაიმართბა მანჩესტერში და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

„ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ჯერ კიდევ ორი ​​თამაში რჩება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვიცით. უნდა გავიდეთ „ოლდ ტრაფორდზე“ და ძალიან კარგად ვიმოქმედოთ, რათა მოგება დავიმსახუროთ. თუ ამას გავაკეთებთ, ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩება

ამჟამად ისეთ მდგომარეობაში ვარ, როცა მხოლოდ გუნდის საუკეთესო ფორმაში მოყვანაზე ვფიქრობ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩისთვის. ძალიან მომწონს ჩვენი გზა ჩემპიონატში. წლებია ამ პოზიციაზე არ ვყოფილვართ, მაგრამ ახლა ვართ. ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს სულისკვეთება“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს ლონდონელების ოფიციალური ვებ-საიტი.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 83 ქულით „არსენალი“ ლიდერობს.

0.057402