19:04 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere dello Sport: „ნაპოლი“ მზად არის კვარაცხელია 120-130 მილიონ ევროდ გაყიდოს“

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზად არის დათმოს ნეაპოლიტანური კლუბის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, ოღონდ მხოლოდ 120-130 მილიონ ევროდ - წერს Corriere dello Sport.

წყაროს ცნობით, დე ლაურენტისმა ქართველ ფეხბურთელს ასეთი მაღალი ფასი დაადო, რადგან არ სურს, რომ „ნაპოლი“ დატოვოს. პარალელურად, კვარაცხელიას მიმართ ამჟამად „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ათი ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.063729