ფეხბურთი

11:50 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკი: „ეს სასტიკია, მაგრამ ფაქტია...“

„ბაიერნის,“ „ჩელსისა“ და „ლევერკუზენის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა მიუნხენური კლუბსა და მადრიდის „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მადრიდელებმა 2:1 მოიგეს.

„ეს სასტიკია, მაგრამ ფაქტია. მთელი ეს მითი, ენერგია, რომელიც დომინირებს აქ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე, ეს რწმენა იმისა, რომ შეიძლება გააგრძელო ისტორია, იბრძოლო ბოლო წამებამდე და საბოლოოდ წარმატებას მიაღწიო.

არ აქვს მნიშვნელობა, რომ მოწინააღმდეგის შეცდომის გამო ისინი დაბრუნდნენ თამაშში. ეს არის ქარიზმატული კლუბი. აქ სასწაულად იგრძნობა ეს“, - ციტირებს ბალაკის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ფინალში მადრიდის „რეალი" დორტმუნდის „ბორუსიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 1 ივნისს გაიმართება ლეგენდარულ „უემბლლიზე.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065595