რაგბი

18:22 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთთან ბრძოლაში დამარცხდნენ

ავჭალის სარაგბო სტადიონზე U20 საერთაშორისო სერიის პირველი თამაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის დასრულდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ 26-17 დამარცხდნენ.

ვარლამ კილასონიას გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და 3 ტესტ მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ თამაშს, თავდაპირველად ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს. მეტოქის ჩათვლოს წერტილი ანდრო დვალმა აიღო. საქართველომ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და 7:0 დაწინაურდა, თუმცა პირველო ტაიმი მაინც 12:19 დათმო.

ჩვენი ქვეყნის გუნდიდან მეორე ლელო ლუკა ჭაავამ მიითვალა მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა და საბოლოოდ დავმარცხდით.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით გუნდში 37 მორაგბე იყო გამოძახებული, მათ შორის 8 ლეგიონერი, დანარჩენები კი ქართულ გუნდებს წარმოადგენდნენ.

რაც შეეხება ამ გუნდებია ურთიერთშეხვედრებს, მოქმედ ჩემპიონთან და ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულთან მოსამზადებელ ეტაპზე აქამდეც გვითამაშია, მაგრამ ყველა ჯერზე სტუმრად, თბილისში კი ამხანაგური მატჩის გასამართად ფრანგები პირველად ჩამოვიდა. ერთხელ, 2017 წელს, საქართველოში გამართულ ჩემპიონატში უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდე საფრანგეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინ სტუმრებმა 54:0 გაიმარჯვეს.

შეგახსენენთ, რომ 7 და 12 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ თამაშიან სერიას ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. თამაშები კვლავ ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.055527