ფეხბურთი

17:37 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარკო როისი სეზონის ბოლოს "დორტმუნდს" დატოვებს

მარკო როისი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „დორტმუნდს“ დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც „დორტმუნდის“ განცხადებაშია აღნიშნული, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, აღარ გაახანგრძლივებენ.

„წარმოუდგენლად მადლიერი და ამაყი ვარ დორტმუნდის ბორუსიაში გატარებული მომენტებით", - თქვა როისმა. "ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ამ კლუბში გავატარე და ყოველდღე ვტკბებოდი, თუმცა აშკარად იყო რთული მომენტებიც.

უკვე ვიცი, რომ გამიჭირდება გამომშვიდობება სეზონის ბოლოს. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახლა ყველაფერი გარკვეულია და შეგვიძლია სრულად ვკონცენტრირდეთ სეზონის მნიშვნელოვან დასკვნით მატჩებზე, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩა. დიდი მიზანი გვაქვს და გვინდა, რომ ამას ყველაფერი ერთად მივაღწიოთ.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი წარმოუდგენელი გულშემატკივარი, რომელთაც მინდა მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში მათი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის“, - თქვა როისმა.

მარკო როისი 1996-2006 წლებში იყო „დორტმუნდის“ აკადემიაში, ხოლო 2012 წელს „გლადბახიდან“ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს, სადაც დღემდე 424 მატჩში 168 გოლი გაიტანა. როისმა „დორტმუნდში“ ორჯერ მოიგო გერმანიის თასი და ასევე გერმანიის სუპერთასი. 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია, ხოლო გერმანიის ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065261