ფეხბურთი

1:20 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპიაკოსმა" ინგლისში მოიგო, "ფიორენტინამ" "ბრიუგეს" აჯობა

კონფერენს ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ორივე ძალიან საინტერესო გამოდგა.

ფლორენციის „ფიორენტინამ“ ბელგიურ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. იტალიელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა ბელგიელებმა ორჯერვე გაათანაბრეს, თანაც მეორედ რიცხობრივ უმცირესობაში, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მ’ბალა ნზოლამ იტალიურ გუნდს პირველი რაუნდი მოაგებინა - 3:2.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. „ასტონ ვილა“ ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელიც ევროტურნირებს შემორჩა, მაგრამ როგორც ჩანს, ფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდება. უნაი ემერის გუნდმა „ვილა პარკზე“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ 2:4 წააგო. ბრწყინვალე იყო აიუბ ელ კააბი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ასე რომ, ბერძნული გუნდი ძალიან ახლოსაა ფინალთან, იმ ფინალთან, რომელიც ათენში გაიმართება, რაც ცხადია, „ოლიმპიაკოსისთვის“ დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131042