ფეხბურთი

22:22 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ერნანდესი ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ და საფრანგეთის ნაკრების მცველი ლუკას ერნანდესი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა „დორტმუნდთან“ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც რამდენიმე თვე იუქმებს, შესაბამისად, ვერც ევრო 2024-ზე მიიღებს მონაწილეობას.

ლუკას ერნანდესმა მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 41 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში მას 37 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114964