ფეხბურთი

16:11 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ში აპრილის საუკეთესო გოლი: ნომინანტებში გიორგი მიქაუტაძეცაა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდზე აპრილის საუკეთესო გოლის არჩევა მიმდინარეობს და ნომინანტებში გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.

„ლანსის“ წინააღმდეგ გატანილი გოლი ლიგა 1-მა ხუთეულში შეიყვანა, ახლა კი, ხმის მიცემით გულშემატკივრები საუკეთესოს გამოავლენენ. ხმის მიცემა მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი.

მიქაუტაძის გარდა, ნომინანტებშია პრჟემისლავ ფრანკოვსკის (ლანსი), კრისტიან კასერესის (ტულუზი), კილიან მბაპესა (პსჟ) და ფარის მუმბაგნას (მარსელი) გოლები.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ბოლო ოთხ შეხვედრაში თავი ექვსჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062033