საუდური „ალ-იტიჰადის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალის“ ბაზაზე ნახეს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, მადრიდელები 36 წლის ფრანგს ტრავმის აღდგენაში დაეხმარებიან. საუდურმა კლუბმა მადლობა გადაუხადა ესპანელებს დახმარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა „ალ-იტიჰადში“ მადრიდის „რეალიდან“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა.