ფეხბურთი

1:42 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 5 გუნდი წარადგენს

გერმანიას მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება. მას შემდეგ, რაც „დორტმუნდმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხა (1:0), ეს ინფორმაცია გაოფიციალურდა.

ბუნდესლიგას მიმდინარე სეზონში საკმარისი კოეფიციენტი დაუგროვდა, რომ უეფას გამოყოფილი მე-5 კვოტა აითვისოს, მას ვერც ინგლისი და ვერც ესპანეთი დაეწევა.

ამრიგად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5-5 გუნდით იტალია და გერმანია იქნებიან წარმოდგენილი. სერია A-მ ამის უფლება ორი კვირის წინ გაინაღდა, როცა ევროთასებზე მეოთხედფინალური სტადია დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064864