ფეხბურთი

23:34 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კარესა: "რომასთან" ძველი კვარაცხელია ვნახეთ"

Sky Sport-ის კომენტატორმა ფაბიო კარესამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „რომას“ წინააღმდეგ კვარამ ძველ დონეზე ითამაშა, როცა შეუჩერებელი იყო.

„ისევ დაბრუნდა კვარაცხელია, რომელსაც ვიცნობდით და რომელიც პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო, ფიზიკურად ძლიერი, გადამწყვეტი და თავდაჯერებული. მიკვირდა მისი რეგრესი, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ მთელი სეზონიც ასეთი იყო. ალბათ, სეზონის დასაწყისში ტრავმამ იმოქმედა ფიზიკურ მდგომარეობაზე. ხშირად ვხედავდი, რომ ჯიუტად ცდილობდა ყველაფრის მარტო გაკეთებას. თუ კვარა აღიდგენს საბოლოოდ ფორმას, „ნაპოლის“ ნამდვილად ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას მარტო ქმნის.

„რომასთან“ ოსიმენმაც კარგად ითამაშა, ლომივით იბრძოდა. ასეთი კვარას და ოსიმენის ნახვა სასიამოვნოა, რადგან ყველას მოგვწონდა სპალეტის „ნაპოლი“, - თქვა კარესამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06336