ფეხბურთი

22:46 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნორმალურია, კვარაზე მაღალი ხელფასი "ნაპოლიში" 13 ფეხბურთელს რომ აქვს?"

RAI-ის ჟურნალისტმა ანტონელო პერილომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის რაოდენობაზე ისაუბრა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

როგორც მან თქვა, არ არის ნორმალური, როდესაც „ნაპოლი“ 13 ფეხბურთელს უფრო მეტ ხელფასს უხდის, ვიდრე კვარაცხელიას.

„თქვენი აზრით, ნორმალურია, რომ წელს „ნაპოლის“ 13 ფეხბურთელს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე კვარაცხელიას, სერია A-ს გასული სეზონის ფეხბურთელს და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს? ასევე გაითვალისწინეთ, რომ დენდონკერის ხელფასია 2.3 მილიონი ევრო მხოლოდ ექვს თვეში და დემეს ხელფასია 2.5 მილიონი, რომელიც არ თამაშობს. კარგად თამაში დამოკიდებულია იმაზეც, როგორ არის გუნდი მართული. ამიერიდან, „ნაპოლის“ მოუწევს ფეხბურთელებთან დაშვებული შეცდომების გამოსწორება“, - თქვა პერილომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120477