ფეხბურთი

17:53 | 1.05.2024 | ნანახია 503 - ჯერ

შოთა არველაძე: "არ შეგვარგეს ზეიმი, ახალგაზრდებზე მოქნეული ხელი არავის შერჩება"

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

როგორც მან თქვა, ქართველ ხალხს არ შეარგეს სიხარული, რომელიც თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. შოთას თქმით, მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი არავის შერჩება:

„არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა“, - დაწერა არველაძემ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:54 | 01.05.2024
ძიუდოო123 (1282)

ხალხი რომ ორივეს ჰკიდია ეგ ვიცით ამ კანონს არ მიიღებენ მიზანი არი გადატრიალება ან მიმიმუმ საზოგადოების დაპირისპირება დაძაფვრა, რომელ ქოცს უნდა ნაშOვნი მილიონები რომ დაუყადაღოს ევროპამ. შვილები ევროპაში ჰყავთ ზოგი საგულაოდ ზოგი სასწავლად ეგენი ამ ფუფუნებას გარისკავენ ამ კანონის გამო?

23:08 | 01.05.2024
KoRBeN DaLLaS (24846)

ამ ბოლო დროს სუყველაფერში გეთანხმები ))
ეგრე მგონია მეც. მაგ კონკრეტულ კანონს მართლა არ აქვს დიდი მნიშვნელობა. შარშანაც იღებდნენ და გადაიფიქრეს. და რა მერე ? და აქციეს ენჯეოებმა ქვეყანა თავიანთი არადეკლარირებული მაყუთით ? ))
სხვა რამეშია საქმე. საქართველო ოფიციალურად იცვლის საგარეო კურსს და ეს ასე მარტივად არ ჩაივლის.

21:51 | 01.05.2024
ძიუდოო123 (1282)

აქ დიდი გადატრიალება იგეგემბა ისეთი სცენარია დაწერილი მაგას ვერ მივხვდებით ვის თამაშს თამაშობს ოცნება. სარჩევნო წელია ოპოზიციას დედა აქვს მოხნული გამრჯვება პრაქტიკულად გარანტირებული გაქვს და იღებ ასეთ გადაწყვეტილებას აცოცხლებ ოპოზიციას და რისკავ ხელისუფლეის დაკარგვას. 2003 ში მსოფლიო მაფიამ დაგვისვა მიშა 2012 ში ბიძინა. სახელები იცვლება სცენარი არა.

20:57 | 01.05.2024
alfadhirhaiti (7530)

რას ემსახურება და სკამებზე ჩაბეტონებას და ტიპურ პოსტსაბჭოთა დინასტიის შექმნას. გამოს*რებული ჩიჩილაკასთვის წლების წინ ეროვნული ცნობიერება საშიში რაღაც იყო, დღეს ეროვნული ღირსებით მანიპულირებს, ვინ უნდა მოატყუონ ამ დედააფეთქებულებმა. ცალკე ნაციონალების დედა მოვ**ან, გაგიხარებთ ბოტებს გულს. : )

19:21 | 01.05.2024
sul2 (1777)

ცუდია რომ ევროპის ჩემპიონატს ამ ფონზე ვხვდებით. საერთოდ არანაირი აზრი არ გამაჩნია ამ კანონის შესახებ მაგრამ თუ ის საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას იწვევს, რატომ უნდა მიიღოს პარლამენტმა? მე ვერ მოვისმინე ახსნა თუ რას შეცვლის ეს კანონი ჩემს ყოველდღიურობაში, ეჭვგარეშეა ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს. ჩემი პირადი აზრით პოლიტიკურად მოტივირებული კანონები დღეს, ამ რეალობაში, ამ სოციალურ გარემოში არ უნდა იყოს აქტუალური. შესაძლოა ვცდები ჩემი აზრია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან გაიხლიჩა საზოგადოება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063251