ფეხბურთი

17:32 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Il mattino: დე ლაურენტისის და "ნაპოლის" სკაუტების ყურადღება ხუთმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიქცია
ეს კვარაცხელიას ეფექტია

ნეაპოლური გაზეთი Il mattino იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისის და "ნაპოლის" სკაუტები ქართველმა ფეხბურთელებმა მიიქციეს.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელები ამჟამად ირაკლი აზაროვს, გიორგი მოისწრაფიშვილს, საბა საზონოვს, გაბრიელ სიგუას და გიორგი მიქაუტაძეს აკვირდებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას ფურორის შემდეგ, როგორც ჩანს, „ნაპოლიში“ დარწმუნდნენ ქართველი ფეხბურთელების ნიჭში, ამიტომაც, ფიქრობენ, რომ თუ სხვა ფეხბურთელსაც იპოვიან, ეს კლუბისთვის მომგებიანი იქნება.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ჯერჯერობით, საუბარი მხოლოდ დაკვირვებაზეა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2021 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111495