ფეხბურთი

16:41 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიაგო სილვა "ჩელსის" სეზონის ბოლოს დატოვებს

ტიაგო სილვა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, აღარ გახანგრძლივდება. 39 წლის მცველი დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას „ფლუმინენსეში“ გააგრძელებს.

ტიაგო სილვა „ჩელსიში“ 2020 წლიდან გამოდიოდა და 151 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „პარი სენ-ჟერმენში“, „მილანში“, „ჟუვენტუდეში“, „პორტუში“, მოსკოვის „დინამოსა“ და „ფლუმინენსეში“. ბრაზილიის ნაკრებში კი, 2008-2022 წლებში 113 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116549