ცნობილი უკრაინელი მწვრთნელი მიხაილო ფომენკო 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ფომენკო 1987-1990 წლებში ლანჩხუთის „გურიას“ მთავარი მწვრთნელიც იყო და საკმაოდ წარმატებითაც იმუშაა. გარდა ამისა, მან არაერთგან იმუშავა, მათ შორის, კიევის „დინამოში“, გვინეის ნაკრებში, „მეტალისტში“, „მეტალურგსა“ და „ტავრიაში“.
მიხაილო ფომენკო ბოლოს 2012-2016 წლებში უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.