საუდის არაბეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ალ ოხდუდმა“ გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „აბჰა“ 4:0 გაანადგურა, სოლომონ კვირკველიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველი მცველი მოედანზე 23-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო მე-40 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და არაბეთში თავი პირველად გამოიჩინა. მას მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული (29) და საინტერესოა, რომ 28-ჯერ სასტარტოში იყო, შეცვლაზე პირველად დღეს ითამაშა და გოლი სწორედ ამ მატჩში გაიტანა.
„ალ ოხდუდმა“ ამ მოგებით 27 ქულა დააგროვა, გასავარდნი ზონა დატოვა და მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ბოლოადგილოსან „ალ ჰაზემს“ სტუმრად შეხვდება.