ფეხბურთი

20:18 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ისევ ვერ მოიგო, წაიფორხილა „მანჩესტერ იუნაიტედმაც“

ინგლისური პრემიერლიგის 35-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის მთავარი მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. „ასტონ ვილა“ „ჩელსის“ უმასპინძლებს. მანამდე კი ხუთი შეხვედრა უკვე გაიმართა.

„ლივერპულმა“ კვლავ დაკარგა ქულები, „ვესტ ჰემს“ ვერ აჯობა სტუმრად (2:2) და დიდი ალბათობით საბოლოოდ ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ბარნლის“ ვერ მოუგო (1:1) და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს „ნიუკასლს,“ რომელმაც „შეფილდ იუნაიტედი“ 5:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალა „კაჭკაჭების“ შვედმა შემტევმა ალეკსანდერ ისაკმა.

„მანჩესტერი“ და „ნიუკასლი“ ევროთასების ზონისთვის იბძვიან.

ინგლისი. პრემიერლიგა. 35-ეტური. 27 აპრილი: ვესტ ჰემი - ლივერპული 2:2, ფულემი - კრისტალ პალასი 1:1, მანჩესტერ იუნაიტედი - ბარნლი 1:1, ნიუკასლი - შეფილდ იუნაიტედი 5:1, ვულვერჰემპტონი - ლუთონი 2:1, ევერტონი - ბრენტფორდი, ასტონ ვილა - ჩელსი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111979