სხვა

8:04 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მივემგზავრებით ისტორიულ მატჩზე!
დორტმუნდი, 18 ივნისი, 2024 საქართველო–თურქეთი

​2024 წლის 26 მარტმა ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორიული გამარჯვებით ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა მოუპოვეს. ახდა ქართველი გულშემატკივრებისა და სრულიად საქართველოს დიდი ხნის ოცნება - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეასპარეზა მსოფლიოს ერთე-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე.

​2024 წლის 18 ივნისს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ჩვენს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს კიდევ ერთი ისტორიული მატჩი ელით. სწორედ ამ დღეს პირველად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები დამსახურებულად წარსდგება ევროპის ჩემპიონატზე.

​ცხადია, საქართველოდან აღნიშნულ მატჩზე გამგზავრების მსურველთა რაოდენობა ძალზედ დიდია, ხოლო მგზავრობის ღირებულება საკმაოდ მაღალი. აქედან გამომდინარე, შევეცადეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და ყველაზე დაბალ ფასად დაგვეგეგმა დორტმუნდში გამგზავრება. ამასთანავე, გადავწყვიტეთ, საფეხბურთო ტურისთვის დაგვემატებინა რამდენიმე ქვეყანაში ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, რაც უფრო საინტერესოს გახდის მოგზაურობას.

ტურის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 1350 ლარს

მოგზაურობის პერიოდია 14-21 ივნისი.

ღირებულებაში გათვალისწინებულია:

➢ ორმხრივი მგზავრობა კომფორტული ავტობუსით.

➢ 3 ღამე 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში

➢ სამოგზაურო დაზღვევა

➢ ტრანსფერი დორტმუნდის სტადიონზე

➢ ექსკურსიები დორტმუნდში, კიოლნში, ზალცბურგსა და სტამბოლში

ღირებულება მოცემულია ერთ ადამიანზე

ფასში არ შედის ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი.

დეტალური ინფორმაცია:

14 ივნისი

1. გამგზავრება თბილისიდან

2. სარფში ჩასვლა

3. საქართველო–თურქეთის საზღვარზე პროცედურების გავლა

4. მგზავრობა სტამბოლის მიმარულებით

(გაჩერებები ყოველ 3 საათში ერთხელ)

15 ივნისი

1. სტამბოლში ჩასვლა, ბოსფორის სრუტეზე გადასვლა

2. სტამბოლის ცნობილი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის გადაკვეთა

3. ბულგარეთისკენ გამგზავრება

16 ივნისი

1. თურქეთ–ბულგარეთის საზღვრის გადაკვეთა

2. ბულგარეთში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება

3. სასტუმროს მომსახურებაში არ შედის კვება, თუმცა სასტუმროს კომპლექსში შედის რესტორანი, კაფე, ბარი, სადაც მინიმალურ ფასად შეძლებთ გამოკვებას. ასევე, სასტუმროს კომპლექსს გააჩნია სუპერმარკეტი და სავაჭრო ცენტრი.

17 ივნისი

1. სასტუმროდან გამგზავრება

2. უნგრეთისა და ავსტრიის გავლით გერმანიაში ჩასვლა

3. საღამოს საათებში ქ. დორტმუნდთან 18 კმ-შისასტუმროში განთავსება, დილის კვებით

18 ივნისი

1. საუზმე სასტუმროში

2. სასტუმროდან გამგზავრება დორტმუნდის მიმართულებით

3. დორტმუნდში ჩასვლა, მოკლე ექსკურსიაქალაქის ცენტრში, მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე პირთათვის ტრანსფერი დორტმუნდის სტადიონამდე. დანარჩენებს საშუალება ექნებათ უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს სპეციალურ ადგილებზე, სადაც განთავსებული იქნება დიდი ეკრანები.

4. მატჩის დასრულების შემდეგ მგზავრების შეკრება დანიშნულ ადგილას და გამგზავრება გერმანიის ერთ–ერთ ულამაზეს ქალაქ კიოლნში, სადაც მოვინახულებთ კიოლნის ღირსშესანიშნაობებს

5. გამგზავრება ავსტრიის მიმართულებით

19 ივნისი

1. ავსტრიაში ჩასვლა

2. სურვილის შემთხვევაში ექსკურსია ავსტრიის ულამაზეს ქალაქ ზალცბურგში ავსტრიის ალპების გავლით.

3. უკანა გზაზე ევროპის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრ – Pandora – ში გავლა, სადაც საშუალება გექნებათ ეწვიოთ მსოფლიოს ყველა ცნობილი ბრენდების “Outlet” მაღაზიებს. (სავაჭრო სოფელი მდებარეობს ავსტრია–სლოვაკეთის საზღვარზე, საიდანაც შეძლებთ თვალი შეავლოთ ქალაქ ბრატისლავას).

4. უნგრეთის გავლით გამგზავრება ბულგარეთის მიმართულებით

5. ბულგარეთში ჩასვლა, სასტუმროში განთავსება

20 ივნისი

1. სასტუმროდან გასვლა თურქეთის მიმართულებით

2. ბულგარეთ–თურქეთის საზღვრის გადაკვეთა

3. თურქეთში ჩასვლა

4. სტამბოლში ჩასვლა და ექსკურსია სტამბოლის ღირსშესანიშნაობების სანახავად

5. კვლავ ბოსფორის ხიდის გადაკვეთა, მაგრამ ამჯერად ევროპიდან აზიის მიმართულებით

6. საქართველოს მიმართულებით გამგზავრება

21 ივნისი

1. თურქეთ–საქართველოს საზღვრის კვეთა

2. თბილისში დაბრუნება

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 571195722

ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!

®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134062