ფეხბურთი

13:43 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთში VAR-ს აღარ გამოიყენებენ

შვედეთში საფეხბურთო მატჩების დროს VAR-ს აღარ გამოიყენებენ. ამის შესახებ განცხადება შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფრედერიკ რაინფელდტმა გააკეთა.

მას შემდეგ, რაც ვიდეორეფერი დაინერგა, შვედეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მასზე უარი თქვეს და ამიერიდან მას არც ერთ შვედურ ტურნირში არ გამოიყენებენ.

არადა, სულ ერთი წლის წინ, რაინფელდტი ამბობდა, რომ VAR-ი ფეხბურთის მომავალი იყო, შესაბამისად, შვედურისაც. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ შვედურ კლუბებში წილის მინიმუმ 51% გულშემატკივრებს ეკუთვნით, რომლებიც VAR-ის წინააღმდეგ ერთხმად გამოვიდნენ.

32 საუკეთესო შვედური კლუბის ნახევარზე მეტი წინააღმდეგი იყო ვიდეორეფერის: „თუ სწორად დავთვალე, 18 ელიტური კლუბი და კიდე ორი პატარა კლუბი იყო წინააღმდეგ და თქვეს, რომ არ სურთ VAR-ი. ჩვენ ამას პატივს ვცემთ“, - აღნიშნა რაინფელდტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116065