ძიუდო

21:08 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 3 ქართველი გავიდა.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა იტალიელი ტაუნი კაპანის, ფრანგ ფაიზა მოკდარს, გერმანელ სეიხა ბალჰაუსს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, რომელიც მოიპოვა. ეთერმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა.

დღესვე, 66 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა ეთერ ლიპარტელიანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110882