ბოსნიის ჩემპიონატის 28-ე ტურში გიორგი გულიაშვილის გოლით „ველეზ მოსტარმა“ საკუთარ მოედანზე „სლოგა“ 1:0 დაამარცხა.
22 წლის ფეხბურთელმა 29-ე წუთზე გოლის გატანა საჯარიმო დარტყმით მოახერხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. გიორგის ბოსნიის ჩემპიონატში 21 შეხვედრაში 7 გოლი დაუგროვდა, გარდა ამისა, ბოსნიის თასზე ორ შეხვედრაში ორი გოლი აქვს გატანილი.
„ველეზ მოსტარი“ 49 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „სარაევოს“ ესტუმრება, რომელსაც ეკუთვნის გიორგის სატრანსფერო უფლებები.