საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტური „გაგრას“ და „დილას“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს.
გადამწყვეტი და ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე შოთა შეყილაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად არაფერი შეცვლილა და რუი მოტას გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„დილა“ 23 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „დინამო ბათუმთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი „სამგურალს“ შეხვდება. „გაგრა“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა და წინ „დინამო ბათუმთან“ შეხვედრა აქვს.