ფეხბურთი

12:14 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სოსა: "როდესაც ხედავ ოსიმენი არ დარბის და ასეთი ხელფასი აქვს, სხვა ფიქრობს, მე რატომ უნდა ვირბინო?"

ვეტერანმა ფეხბურთელმა რობერტო სოსამ „ემპოლისთან“ „ნაპოლის“ მარცხზე (0:1) ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „რომას“ წინააღმდეგ სამივე შემტევი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე უნდა დარჩეს.

სოსამ განსაკუთრებით ვიქტორ ოსიმენი გააკრიტიკა, რომელიც მისი აზრით, მოედანზე აღარ დარბის.

„კალცონამ ახლა თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს. „რომასთან“ შემადგენლობაში რევოლუციას ველოდები, გუნდის ლიდერებიც სათადარიგო სკამზე უნდა დარჩნენ. ბევრი უარყოფით მაგალითს იღებს, მაგალითად, თუ ხედავ, რომ ოსიმენი არ დარბის, რომელსაც ასეთი მაღალი ხელფასი აქვს, სხვა ფიქრობს, მე რატომ უნდა ვირბინო? ახლა ვითარება პრაქტიკულად ასეთია“, - თქვა სოსამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 33 ტურის შემდეგ 49 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, შინ „რომასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110936