„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ინგლისურ ენაზე მოსაუბრე იქნება.
როგორც მან თქვა, არ არის სავალდებულო ის გერმანულად საუბრობდეს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ახალი მწვრთნელის ძიების დასკვნით ეტაპზე ვართ. მწვრთნელი უნდა საუბრობდეს ინგლისურ ენაზე და არ არის აუცილებელი გერმანულად ლაპარაკობდეს. ზიდანი? არ ვიცი, ინგლისური ენა თუ იცის“, - თქვა ებერლმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ სეზონის ბოლოს თომას ტუხელი დატოვებს. ბოლო დროს „რეკორდმაისტერს“ ზინედინ ზიდანს უკავშირებენ, მაგრამ გერმანულმა მედიამ ეს ცნობა უარყო.