ფეხბურთი

15:32 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონას მისვლის შემდეგ სერია A-ში ყველაზე მეტ გოლში კვარამ და ოსიმენმა მიიღეს მონაწილეობა

ფრანჩესკო კალცონამ „ნაპოლი“ კრიზისიდან ვერ გამოიყვანა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მისი ხელმძღვანელობით გაცილებით უკეთ თამაშობენ, ვიდრე მანამდე, ვალტერ მაძარისა და რუდი გარსიას თაოსნობით.

მას შემდეგ, რაც კალცონა დაინიშნა „ნაპოლიში“ (2024 წლის 19 თებერვალს), სერია A-ში ყველაზე მეტ გოლში უშუალო მონაწილეობა სწორედ ქართველმა და ნიგერიელმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

ორივემ 7-7 გოლში მიიღო მონაწილეობა: კვარაცხელიამ ამ პერიოდში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ნიგერიელს აქტივში 6 გოლი და 1 საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს, სერია A-ს 33-ე ტურში სტუმრად „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11079