ფეხბურთი

2:46 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მცირე დეტალების გამო წავაგეთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დასკვნით ფაზაში შეცდომების გამო წააგეს.

„ვულოცავ მადრიდის „რეალს“ ბოლომდე თავდაცვისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის, ეს ძალიან კარგად გააკეთეს, ჩვენ კი ბოლო დეტალებში მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ, განსხვავებულ სტილში, ვიდრე მადრიდში. როგორც მწვრთნელი, ჩემს ფეხბურთელებს მხოლოდ ამას ვეტყვი, რომ ასე ითამაშონ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ტურნირზე ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121869