ფეხბურთი

16:05 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი წერს.

როგორც ცნობილი გახდა, კვარამ გასტროენტერიტის გამო ვერ ივარჯიშა. ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა, ის 20 აპრილს, „ემპოლის“ წინააღმდეგ თამაშს, მაგრამ დიდი ალბათობით, ასე იქნება და საწვრთნელ პროცესს ხვალ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101959