კალათბურთი

20:20 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ნაკრების ვარსკვლავური შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადისთვის

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია და შეიძლება ითქვას, რომ სტივ კერის გუნდი პარიზში უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს.

„დრიმ თიმიდან“ 11 კალათბურთელი უკვე ცნობილია, რომლებიც ოლიმპიადაზე ითამაშებენ, დარჩენილია ერთი ვაკანტური ადგილი, რომელიც მოგვიანებით შეივსება. 11-კაციანი შემადგენლობა კი ასეთია:

სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ტაირის ჰელიბერტონი (ინდიანა), ჯრუ ჰოლიდეი (ბოსტონი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), კევინ დურანტი (ფინიქსი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ჟოელ ემბიდი (ფილადელფია), ენტონი დევისი (ლეიკერსი), ბემ ადებაიო (მაიამი).

აშშ პარიზის ოლიმპიადაზე C ჯგუფში სერბეთსა და სამხრეთ სუდანთან ერთად ითამაშებს, ხოლო მეოთხე მონაწილე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109533