ფეხბურთი

20:35 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 33-ე ტურში „აპოელმა“ „პაფოსი“ დაამარცხა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც მოედანზე 85 წუთის განმავლობაში იყო, 59-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში. შემდეგ ნიქოზიელებმა მეორეც გაიტანეს და 2:0 მოიგეს.

ქვილითაიას 27 შეხვედრაში 7 გოლი დაუგროვდა, რაც შეეხება ლაშა დვალს, მან შეუცვლელად ითამაშა.

„აპოელი“ 69 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 აპრილს, „არისს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.146482
სარეკლამო ადგილი - 99
X x X