ფეხბურთი

19:01 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ზედიზედ მეორე მარცხი "ენფილდზე" და გართულებული სიტუაცია (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ლივერპული“ შინ სენსაციურად „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ერთადერთი გოლი „ენფილდზე“ მე-14 წუთზე გავიდა, როდესაც თავი ებერეჩი ეზემ გამოიჩინა და დარჩენილ დროში იურგენ კლოპის გუნდმა სიტუაცია ვერ შეცვალა. ასე რომ, „წითლებმა“ საკუთარ მოედანზე ბოლო ოთხ დღეში მეორედ წააგეს (მანამდე „ატალანტასთან“), მაშინ, როცა „ენფილდზე“ ერთი წელი არ აგებდნენ თამაშს.

„ლივერპულს“ 71 ქულა აქვს და ორი ქულით ჩამორჩა „მანჩესტერ სიტის“, „არსენალს“ კი შანსი აქვს 3 ქულით გაექცეს. მერსისაიდელები მომდევნო ტურში 21 აპრილს, სტუმრად „ფულჰემს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119723