ფეხბურთი

23:09 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილმა კარგად ითამაშა და ისევ ძირითადში იქნება"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ დააანონსა, რომ ლუკა ლოჩოშვილი „ტერნანას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

როგორც იტალიელმა აღნიშნა, ლუკამ ბოლო ტურში „ბარისთან“ კარგად ითამაშა და შანსს ისევ იმსახურებს.

„დიახ, ლოჩოშვილი და სარო ითამაშებენ. ლოჩოშვილს კარგი თამაში ჰქონდა და ისევ იქნება ძირითად შემადგენლობაში, ხოლო დღეისთვის იუნგდალის ალტერნატივა საროა“, - თქვა სტროპამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული. „კრემონეზეს“ და „ტერნანას“ მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116222