ფეხბურთი

18:45 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

„ბარსელონას“ ბრაზილიელი თავდამსხმელი რაფინია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

10 აპრილს ესპანური „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად ფრანგულ პსჟ-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით 3:2 დასრულდა. თამაშის მთავარი გმირი რაფინია გახლდათ. მან ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა

ასევე, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტები მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, „მანჩესტერ სიტის“ ინგლისელი ნახევარმცველი ფილ ფოდენი და ლონდონის „არსენალის“ ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტინ ედეგორი იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაფინამ ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11786