ფეხბურთი

18:16 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ მის მომავალთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტურინულ კლუბში მის მომავალზე ისაუბრა.

„დროთა განმავლობაში, კლუბი საუკეთესო ვარიანტს დაადგენს. მათი მიზნების არეალში ყოფნა შესანიშნავია, ის გაძლევს ადრენალინს და გიღვიძებს გამარჯვების სურვილს. ჩვენი მიზანი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითად შემადგენლობაში შეყვანა. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა-არმონაწილეობაც უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა მივაღწიოთ იქამდე“, - ციტირებს ტვიტერზე ალეგრის სიტყვებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის შემდეგ, „იუვენტუსმა“ 62 ქულა დააგროვა და ამჟამად მესამე ადგილზეა, მეორე ადგილზე მყოფ „მილანს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. „ბოლონია“ 58 ქულით მეოთხეზეა. ლიდერი კი 82-ქულიანი „ინტერია.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165452