ფეხბურთი

0:43 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის 71 წუთი "იფსვიჩთან" და "უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე ფრე

ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „იფსვიჩ თაუნს“ დაუპირისპირდა, რომელიც პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა უგოლოდ დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ქართველი შემტევი თანაგუნდელთა შორის გამოირჩეოდა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა. გიორგი 71-ე წუთზე შეცვალეს.

„უოტფორდი“ 52 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, „საუთჰემპტონს“ სტუმრად დაუპირისპირდება. გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისურ კლუბში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.11684