„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ განაცხადა, რომ დასვენება სჭირდება. როგორც ესპანელმა აღნიშნა, მხოლოდ ამ სეზონში მოედანზე 47-ჯერ გავიდა, რაც ძალიან ბევრია.
„მიმდინარე სეზონში 47 მატჩი ვითამაშე. დაღლილი ვარ, ცოტა დასვენება მჭირდება“, - თქვა როდრიმ.
27 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში 41 მატჩი (8 გოლი) „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ჩაატარა, ხოლო 6-ჯერ მოედანზე ესპანეთის ნაკრების რიგებში გავიდა.