ფეხბურთი

16:55 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ყოფილმა ქმარმა მოკლა

არგენტინელი ქალი ფეხბურთელი ფლორენცია გუინაზუ ყოფილმა ქმარმა მოკლა. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „ატლეტიკო არხენტინომ“ გაავრცელა.

როგორც ცნობილი გახდა, ყოფილმა მეუღლემ იგნასიო აგუსტინ ნოტომ 30 წლის გუინაზუ დაახრჩო, ხოლო შემდეგ თვითონაც თავი მოიკლა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია.

ქმარმა ყოფილი ცოლი ოთახში ჩაკეტა, სადაც შემდეგ დანაშაული ჩაიდინა. წყვილს 7 და 5 წლის შვილები დარჩათ.

არგენტინელი ფეხბურთელის მკვლელობას არგენტინული კლუბები გამოეხმაურნენ, მათ შორის, „რივერ პლეიტი“ და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113872